The full text of this announcement is in
Georgian:
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი, () EuraAudit International-ის წევრი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: ვარძია
მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/არქივირება;
- მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა;
- სალაროში გატარებების და გამოწერილი ქვითრების შედარება-ანალიზი.
მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
- საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე;
- კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამები ORIS, FINA, INFO-სთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
- ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
- შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2017 წლის 20 მარტამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "ბუღალტრის თანაშემწე".