The full text of this announcement is in Georgian:
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
სს ოპპა აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების გუნდის მართვა;
- ახალი პარტნიორული მიმართულებების/სფეროს ათვისება და განვითარება, პარტნიორების/გადახდის მიმღებების ქსელის გაფართოება;
- ფეიბოქსის აპარატებში არსებული სარეკლამო სივრცეების განვითარება და გაყიდვების მაქსიმიზაცია;
- კონკურენტების ქსელის პერიოდული მონიტორინგი და ანალიზი;
- პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
- განყოფილების ბიუჯეტის დაგეგმვა და დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
- პერიოდული ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი, სპეციალობა: სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება
- მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობა
- სამუშაო გამოცდილება IT პროექტების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დროის მართვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრიორიტეტების განაწილების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 27 აგვისტო .
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებებს!