The full text of this announcement is in
Georgian:
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გალერი პალასი აცხადებს ვაკანსიას საზოგადო ადგილების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში ( საზოგადო ადგილები, სამრეცხაო, სასტუმროს ოთახები, უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
- ენერგიული და შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური და დისციპლინირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადები მიიღება 2018 წლის 1-ელ ივლისამდე.
სასტუმრო გალერი პალასი გისურვებთ წარმატებას!