იპოვე უკეთესი სამსახური

სააბონენტო ქსელის სპეციალისტი

  • მდებარეობა: ბათუმი, ქუთაისი
  • გამოქვეყნდა 2270 დღის წინ / 13 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2226 დღის წინ / 28 მარ. 2018

შპს სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას  სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში.

სამუშაო აღწერილობა:

  • სავალდებულო  ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა/ ხელმოწერით დადასტურება;
  • ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო  კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათავლისწინებით;
  • აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
  • დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
  • DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
  • ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
  • დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან).
  • გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას  სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში  სადენების კროსში გადართვა;
  • მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეცილისტის დახმარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სააბონენტო ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის  ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • ტექნიკურ  სფეროში  განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ  განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

შეუერთდით 19,370 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: