Election observer

  • Location: Tbilisi
  • Published 2846 days ago / Sep 5, 2017
    Deadline reached 2835 days ago / Sep 15, 2017

The full text of this announcement is in Georgian:

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. ორგანიზაციის  მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს.

განაცხადის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2017 წლის 21 ოქტომბერს გასამართი თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის

აღწერილობა

დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 2017 წლის 21 ოქტომბერი;
შერჩეული დამკვირვებლები გაივლიან ტრენინგს, რომელიც გაიმართება თბილისში;
ოლქებსა და უბნებში განაწილებისას  გათვალისწინებული იქნება დამკვირვებლების პრიორიტეტები;
დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკის და ზევით;
  • არცერთი  პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

განცხადის წარდგენის პროცესი

მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/4gt1UE

განცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე [email protected] ან  დაგვიკავშირდეთ (+995 032) 291 14 03.

Join our mailing list of 19,986 users — get new announcements via email: