The full text of this announcement is in
Georgian:
სს ნიკორა ტრეიდი ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ნიკორას, ნუგეშის, ლიბრესა და სანდეის მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge
ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
- პროდუქციის და ფასმაჩვენებლების განლაგების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
- თავაზიანობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ენერგიულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „კონსულტანტი“.
გისურვებთ წარმატებას!