The full text of this announcement is in Georgian:
მრავალ ფუნქციური კომპლექსი King David აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომელზე.
მოთხოვნები:
- სქესი: მდედრობითი
- ასაკი: 18 - 28 წელი
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
- მომსახურების და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
- პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
- ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პრეზენტაბელური და მოწესრიგებული გარეგნობა.
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და გადამისამართება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა-გადამისამართება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- შემომავალი წერილების შემოწმება, ფილტრაცია და გადამისამართება;
- საფოსტო გზავნილების მიღება-გაგზავნა;
- მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;
- კომპანიების წარმომადგენლების მგზავრობის ორგანიზება - სასტუმროს დაჯავშნა, ბილეთებით უზრუნველყოფა;
- მოთხოვნისამებრ, ოფისის ვიზიტორების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ: [email protected]