Training in Sales Management

  • Location: Tbilisi
  • Published 607 days ago / Apr 10, 2018
    Deadline reached 586 days ago / Apr 30, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგს გაყიდვების მიმართულებით: ეფექტიანი გაყიდვები - რა სურს კლიენტს?

ტრენინგი გაიმართება 1 და 2 მაისს და გათვლილია სერვისში და გაყიდვების პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის.

ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს:

  • გაიუმჯობესონ კლიენტთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა გაყიდვების სტანდარტებისა და მეთოდების მიმართულებით;
  • მიიღონ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები გაყიდვების პროცესში რთული სიტუაციების დაძლევის მიმართულებით.

ტრენინგის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

  • კლიენტის სურვილების სწორად გაგება;
  • კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობის მნიშვნელობა;
  • განსხვავება გაყიდვების პროცესსა და მომსახურების პროცესს შორის;
  • შეკითხვების დასმის და მოსმენის ტექნიკა;
  • პრეზენტაციის ტექნიკა და დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ კლიენტის უარის დროს.

ტრენინგის ფორმატი:

  • ტრენინგზე მუშაობა წარიმართება სწავლების ინტერაქციული მეთოდებით, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა: 2 სრული დღე (ჯამში 12 საათი);
  • შესვენებები: დღეში 2 ყავისა და 1 სადილის შესვენება.

ტრენინგს გაუძღვება გიგი გაჩეჩილაძე - ვაჭრობის და ფასების კვლევის პლატფორმა Construct.ge-ს გენერალური დირექტორი. იხ. დამატებითი ინფორმაცია ტრენერის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 30 აპრილისა.

ტრენინგზე დასწრება უფასოა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების თანამშრომლებისთვის;

ვაჭრობის და ფასების კვლევის პლატფორმა Construct.ge-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის საფასური შეადგენს 100 ლარს;

სხვა ნებისმიერი მსურველისთვის დასწრების საფასური შეადგენს 150 ლარს.

ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაციის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, +995 32 2472223, [email protected]

Join our mailing list of 11,034 users — get new announcements via email: