The full text of this announcement is in
Georgian:
აიტი სერვისების კომპანია F1 აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://f1.com.ge
კანდიდატმა უნდა იცოდეს:
- ოპერაციული სისტემა Windows-ის ინსტალაცია, რეინსტალაცია და ტექნიკური პრობლემების მოგვარება (ე.წ. Troubleshooting);
- Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ჰქონდეს მომხმარებლის მხარდაჭერის უნარი;
- პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია (მათ შორის ქსელური);
- კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და გამართვა, სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია, შიდა ქსელის პრობლემების მოგვარება;
- დაზიანებული კომპიუტერის (PC) დიაგნოსტიკა და ნაწილის შეცვლა.
სამუშაოს პირობები:
- ოფისი: ქ. თბილისი, ალექსიძის 3 (მომსახურების გაწევა მოხდება ასევე მომხმარებლების ადგილსამყოფელის მიხედვით)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00
- ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. საორიენტაციოდ 500-1000 ლარი, გამოსაცდელ პერიოდში - 300 ლარიდან.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 15 ოქტომბრისა.