Training on Sexual Education and Health

  • Location: Telavi
  • Published 2386 days ago / Oct 15, 2017
    Deadline reached 2368 days ago / Nov 1, 2017

The full text of this announcement is in Georgian:

ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს “ყველაფერი შენ შესახებ”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. პროექტის ფარგლებში 2017 წლის 17-19 ნოემბერს გაიმართება ტრეინინგი საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვერბგვერდს: www.allaboutyou.ge

ტრეინინგზე მოხდება ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე შექმნილი ადგილობრივი პროექტისა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული პრაქტიკების გაცნობა, სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმის შემუშავება და სხვადასხვა მეთოდების გაზიარება, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობას გაუადვილებს. დრო დაეთმობა აგრეთვე დამსწრე ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვას, სასარგებლო ინფორმაციის გაცვლასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

ტრეინინგის მიზნობრივი ჯგუფებია: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის თემებზე, ასევე ლგბტი+ საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შშმ პირებთან.

მიუხედავად დასახელებული მიზნობრივი ჯგუფებისა, აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ისინი ნათლად დაასაბუთებენ ტრეინინგის თემატიკის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას თავიანთ საქმიანობაში.

ტრეინინგი გაიმართება თელავში, 17-19 ნოემბერს (ტრეინინგი დაიწყება 17 ნოემბერს 15:00 საათზე და დასრულდება 19 ნოემბერს 16:00 საათზე).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს.

ტრეინინგის განმავლობაში ტრანსპორტირება, კვება და სასტუმროში განთავსება სრულად ანაზღაურდება ქალთა საერთაშორისო ქსელის მიერ.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 1 ნოემბერი

შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 6 ნოემბრისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

[email protected]

facebook.com/womenwingeorgia/

www.allaboutyou.ge

Tel: +995599959020

Join our mailing list of 19,367 users — get new announcements via email: