The full text of this announcement is in Georgian:
"გროს ენერჯი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გვირაბის ინსპექტორის თანამდებობაზე.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს 2007 წლიდან და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში.
იხ .ვებ-გვერდი www.gegroup.org
სამუშაო ადგილი: აჭარა
სამუშაო საათები:
- ორშაბათი-პარასკევი 08:00-დან 18:00-მდე;
- შაბათი - 08:00-დან 13:00-მდე;
- შესვენება 13:00 დან 14:00-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
- ცვლის გადაბარებისას დააკვირდეს და აღნიშნოს სამუშაოს მიმდინარეობასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი, ასევე მოამზადოს სრულყოფილი დღიური ანგარიში უტილიზებული და გამოყენებული რესურსების აღწერის ჩათვლით;
- შეძლოს საკონტრაქტო დოკუმენტაციისა და დღიური საგამოცდო სამუშაოების გეგმის კარგად გაგება;
- განიხილოს, გაანალიზოს და ჩაიწეროს ის სამშენებლო საკითხები, რომლებმაც მომავალში შეიძლება გავლენა მოახდინონ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროზე ან ფასზე;
- დაესწროს და რეპორტში შეიტანოს საველე ტესტებისა და შემოწმებების შედეგები საკონტრაქტო დოკუმენტაციის მიხედვით;
- დაადასტუროს სამუშაოების შესაბამისობა ან შეუსაბამობა ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებთან;
- მოამზადოს ხელნაწერი ხარისხის კონტროლის დოკუმენტი, შეუსაბამობისა და მათ გამოსასწორებლად ჩატარებული ღონისძიებების ჩათვლით;
- კოორდინაცია გაუწიოს კონტრაქტორებს და ეფექტურად ითანამშრომლოს კოლექტივთან;
- აწარმოოს და შეინახოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
- შეამოწმოს კონტრაქტორის მიერ ჩატარებული სამუშაოების კარტირება და დოკუმენტაცია, მათი ხარისხთან შესაბამისობა, ქანების გამაგრების კლასი და მათი ხარისხი;
- შეამოწმოს და რეპორტში შეიტანოს კონტრაქტორის მიერ ჩატარებული ქანების გამაგრების სამუშაოები;
- ქანების გაბურღვისა და გრუნტების გამაგრების სამუშაოების შეფასება;
- შესაბამისობის მაჩვენებლის ინტერპრეტირება;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შემოწმება;
- გააუმჯობესოს გვირაბგამყვანი სამუშაოების ხარისხი და იზრუნოს ხარისხის დიზაინის პარამეტრებთან შესაბამისობაზე;
- რეპორტში შეიტანოს ყველა ინციდენტი და შემთხვევა;
- შეასრულოს გვირაბის უფროსი ინსპექტორისა და ადგილობრივი გვირაბის ინჟინრის ინსტრუქციები;
- მკაცრად დაიცვას კონტრაქტორის მიერ შექმნილი უსაფრთხოების წესები, რეგულაციები და სახელმძღვანელო მითითებები;
- მიჰყვეს დანიშნული როტაციის გრაფიკს;
- წაიკითხოს, გაიგოს და მიჰყვეს ნებისმიერ გამზადებულ მეთოდსა და რისკების შეფასებას აღნიშნული სამუშაოებისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება გეოლოგიაში, საინჟინრო გეოლოგიაში, სამთო-საინჟინრო საქმეში ან მსგავს სპეციალობაში;
- მიწისქვეშა ან სხვა სამშენებლო სამუშაოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა
- სასურველია იქონიოს საქართველოში მოქმედი მართვის მოწმობა;
- ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მიწისქვეშა სამუშაოებს;
- შეძლოს ცვლებსა და დამატებით სამუშაო საათებში მუშაობა.
დაინტერესებულ პირებმა გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.