The full text of this announcement is in
Georgian:
კომპანია CCT Chemicals Coating Trading“ LLC/შ.პ.ს. „ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ იტალიურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აწარმოებს და ყიდის ხისა და მეტალის საღებავებს ქალაქ რუსთავში. კომპანია 2018 წელს იწყებს გაფართოებას. კანდიდატი იმუშავებს იტალიელ და ქართველ თანამშრომლებთან ერთად.
ვაკანსია: დაცვის სამსახურის სპეციალისტი.
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2.
სამუშაო საათები: 18:30 საათიდან 10:00 საათამდე ყოველი მესამე დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისის და საწყობების დაცვა კომპანიაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების მიხედვით;
- დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
- თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- დაცვის სამსახურის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდურად მუშაობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გავაზობთ:
- გრძელვადიანი თანამშრომლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- მეგობრული გუნდი.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 01 37 83.
გისურვებთ წარმატებას!