იპოვე უკეთესი სამსახური

გაყიდვების მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 116 დღის წინ / 27 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 88 დღის წინ / 26 მარ. 2018

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26/03/2018

დასაქმების სავარაუდო თარიღია: 15/04/2018

ექვემდებარება: ბიზნესის განვითარების დირექტორს

დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A

თანამდებობის ზოგადი მიზანია: გაყიდვების უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების გეგმის შედგენა, პერიოდული განახლება და შესრულება;
  • არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და მათი გაღრმავება;
  • კომპანიის უპირატესობების (ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით) განსაზღვრა, რაც დააინტერესებს პოტენციურ კლიენტებს;
  • მსოფლიო ბაზარზე დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნება (ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტების შემოტანა და დანერგვა);
  • ორგანიზაციის პროფილის შესაბამისი ახალი პროდუქტების მოძიება, პორტფოლიოში შეტანა და მარკეტინგის სამსახურთან ერთად მისი მარკეტინგული შეფუთვა;
  • პოტენციური პროექტის მომგებიანობის შეფასება მართვის, მარკეტინგული და ფინანსური თვალსაზრისით;
  • პროექტების ბიუჯეტის განსაზღვრა-ფასების ფორმირება; ქვოტების მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
  • მოლაპარაკებები ტენდერის გამომცხადებელ ორგანიზაციებთან;
  • მონაწილეობა ხელშეკრულებების მომზადების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტის განხილვაც);
  • სპეციალური სწავლება/ტრენინგი გაყიდვებში;
  • მსგავს სფეროში, მათ შორის B2B სექტორში  მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
  • სატელეკომუნიკაციო ან/და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური ასპექტებში გაცნობიერება.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში;
  • გამოცდილება ტექნოლოგიების (უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სისტემები) გაყიდვების სფეროში;
  • უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სისტემებში (ვიდეომეთვალყურეობა, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები, ხანძრის დეტექციის და ქრობის სისტემები, სატელეფონო და  საკომუნიკაციო ქსელური სისტემები, დაშვების კონტროლი) სტანდარტული გადაწყვეტების მომზადების გამოცდილება;
  • გაყიდვების საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნიკის ცოდნა;
  • სხვადასხვა სპეციალური ნორმატიული აქტების ცოდნა, რომელიც ადგენს სპეციალურ რეგულაციებს სხვადასხვა სპეციფიური გადაწყვეტების ან/და პროდუქტების რეალიზაციის მიზნით.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კრეატიულობა;
  • ბიზნესისა და მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
  •  ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პროექტის მენეჯმენტისა და დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  სწრაფი და მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზაციის, კომუნკაციისა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არღიცხვისა და გაანგარიშების უნარი, ფასებზე მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ;
  • პრობლემის ფართო ხედვის უნარი, საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომა, პრობლემის წინასწარ ხედვის უნარი;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
  • კომპიუტერული პროგრამების –  MS Office  გამართული ცოდნა.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: ფიქსირებული(გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია
  • სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00დან 18:00 მდე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი  ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად;

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად 16 წელი)

შეზღუდვები:  კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად,  კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი;

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: გაყიდვების მენეჯერი/Sales Manager)

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

შეუერთდით 3,862 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: