იპოვე უკეთესი სამსახური

კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2167 დღის წინ / 21 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2136 დღის წინ / 20 ივნ. 2018
  • ხელფასი: 550—1,000 ლარი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

  • კლიენტის თანამშრომლების დატრენინგება ჩვენი პროდუქტის სწორად მოხმარებაში;
  • კლიენტს დისტანციურად გაუწიოს კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
  • მიიღოს და მოაგვაროს კლიენტისგან მოთხოვნები და პრობლემური საკითხები;
  • კლიენტისგან მიღებული რთული საკითხები გადაამისამართოს შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე. მეორე ბიჯი - 750 ხელზე. მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე (ბიჯებს შორის სხვაობა არის საშუალოდ 8 თვე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი.

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: