იპოვე უკეთესი სამსახური

ტრენინგი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2329 დღის წინ / 11 დეკ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2321 დღის წინ / 18 დეკ. 2017

ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.allaboutyou.ge

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 22-24 დეკემბერს, თბილისში, გაიმართება ტრეინინგი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლის მიზანია სექსუალური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობა, ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე შექმნილი ადგილობრივი პროექტისა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული პრაქტიკების გაცნობა, ასევე სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმის შემუშავება. დრო დაეთმობა დამსწრე ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვასაც, სასარგებლო ინფორმაციის გაცვლასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

ტრეინინგის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რას მოიცავს პროექტი “ყველაფერი შენ შესახებ” და როგორ შეიძლება ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა?
  • რა არის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება?
  • რა მითები და სტერეოტიპები არსებობს საკითხის გარშემო და როგორ დავძლიოთ ისინი?
  • როგორ შეუძლიათ თანასწორთა განმანათლებლებს ჩაერთონ სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმაში?
  • რა გამოწვევები არსებობს დღეს სექსუალურ განათლებაში?
  • რა სახის გამოცდილება არსებობს სექსუალური განათლების კუთხით სხვა ქვეყნებში?

ტრეინინგის მიზნობრივი ჯგუფია ახალგაზდული ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების გაძლიერების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის თემებზე.  აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ისინი ნათლად დაასაბუთებენ ტრეინინგის თემატიკის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას თავიანთ საქმიანობაში.

ტრეინინგი გაიმართება თბილისში, 22-24 დეკემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ამ ბმულზე.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

[email protected]

facebook.com/allaboutyou.ge/

www.allaboutyou.ge

Tel: +995599959020

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: