იპოვე უკეთესი სამსახური

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა: მიღწევები და გამოწვევები“

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2171 დღის წინ / 17 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2125 დღის წინ / 1 ივლ. 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Women’s Democracy Network-ის (WDN) წარმომადგენელი საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა: მიღწევები და გამოწვევები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. მიიღება ინდივიდუალური ან ორი ავტორისგან შემდგარი ჯგუფური ნაშრომები.

ნაშრომი მიიღება შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

1. გენდერი და პოლიტიკა

1.1 სახელმწიფო პოლიტიკა პოლიტიკურ სივრცეში გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით

1.2 საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ქალთა წინსვლის შემაფერხებელი მიზეზები

1.3 ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მექანიზმები და პერსპექტივები.

1.4. საერთაშორისო გამოცდილება კვოტირების, როგორც ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მექანიზმის განხორციელების კუთხით

2. გენდერი და კანონმდებლობა

2.1 სახელმწიფო პოლიტიკა გენდერულ ჭრილში

2.2 საქართველოს კანონმდებლობა გენდერულ რაკურსში

2.3 საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაცია საქართველოში

3. ქალ ამომრჩეველთა საჭიროებები

3.1 საერთაშორისო გამოცდილება ქალ ამომრჩეველთა საჭიროებების ასახვის პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში.

3.2 ქალ ამომრჩეველთა საჭიროებების ასახვა პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში საქართველოში

3.3 ქალი კანდიდატი და ქალი ამომრჩეველი.

მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე. გთხოვთ, ნაშრომის სათაურში მიუთითოთ შესაბამისი თემის ნომერი.

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:

  • მოცულობა – 5-7 გვერდი;
  • შრიფტი - სილფაენი;
  • შრიფტის ზომა - 11;
  • ხაზებს შორის დაშორება - 1.15;
  • ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავფურცელს, სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიას;
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

კონფერენციის ეტაპები:

  • ნაშრომები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ–ფოსტაზე: [email protected]. ველში მიუთითეთ „კონფერენცია“.
  • ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა: 13 ივნისი, 2018 წ, 23:59 სთ;
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილეობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით, ხოლო სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: