იპოვე უკეთესი სამსახური

შესყიდვების სპეციალისტი-ანალიტიკოსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 18 დღის წინ / 7 მაისი. 2018
    ბოლო ვადა დღეს / 25 მაისი. 2018

სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტი-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები: 

  • ტენდერების და პროექტების განფასება;
  • შესყიდვის დავალების საფუძველზე ფასთა ღია გამოკითხვის წარმოება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის  კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
  • მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
  • შერჩეულ მომწოდებლებთან სწორი და უშეცდომო მოწოდების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
  • საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე ვადების  კონტროლი;
  • მასალის  საწყობში მიწოდების შემდგომ,  ლოჯისტიკის განყოფილებასთან გავლილი/ასახული პირველადი დოკუმენტაციის აკინძვა/ ფინანსური მიმართულებისთვის წარდგენა;
  • შესყიდული საქონლის  შემოსავალში აყვანა 1c პროგრამაში;
  • ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება  და დროულად მიწოდება;
  • შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად,  უშუალო ხელმძღვანელთან  შეთანხმებით  სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე შესყიდვების  განხორციელბა,  შესყიდვაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფინანსური მიმართულებისთვის  წარდგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით,  შესყიდვების  განხორციელება, შესყიდვაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფინასურისთვის წარდგენა;
  • ლოჯისტიკის განყოფილებასთან შეთანხმებით,  ახალი ნომენკლატურის შექმნა პროგრამა 1c-ში;
  • არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული რევიზია;
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ)  დადგენა, ანალიზი;
  • ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე
  •  ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
  • ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
  • სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • ეფექტური აქტების შედგენა;
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან/და  მენეჯმენტის მიმართულებით)
  • სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის/შესყიდვების/ფინანსების სფეროში;
  • პროექტების მართვის გამოცდილება;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ - ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  საფუძვილანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა (ლიგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები);
  • უცხო ენების ცოდნა (აუცილებელია ინგლისური/რუსული; სასურველია თურქული/ჩინური);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • კომუნიკაბელურობა/კოლეგიალობა;
  • დროის ეფექტურად  მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) 2018 წლის 25 მაისის ჩათვლითმისამართზე: [email protected] ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

შეუერთდით 3,698 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: