იპოვე უკეთესი სამსახური

გრაფიკული დიზაინერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2137 დღის წინ / 20 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2106 დღის წინ / 20 ივლ. 2018

სარეკლამო საწარმო პრომოლაბი დაარსდა 2017 წლის სექტემბერში. კომპანიის ძირთიადი მიმართულებაა პრომო პროდუქციის შექმნა და წარმოება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა მაგრამ ამბიციური კომპანია, თავისი ხანმოკლე ისტორიის მიუხედავადთამამად ვიპყრობთ ახალ ჰორიზონტებს.

ვაკანსიის აღწერა: გრაფიკული დიზაინერი

ძირითადი ფუნქციები:

  • ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
  • პოლიგრაფიული მასალებისათვის საბეჭდი ფაილის მომზადება;
  • სარეკლამო ვიზუალური მასალის დამუშავება სოციალური მედიისთვის;
  • ციფრულ დანადარზე ბეჭდვა;
  • ბეჭდვის შემდგომ პროდუქციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
  • გრაფიკული პროგრამების: Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Corel Drow სრულყოფილი ცოდნა;
  • საბაზისო ინგლისური და ენების ცოდნა;
  • აუცილებელი პიროვნული თვისებები:
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი. გამრეკელის N2.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასევი 10:00- 19:00

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] წერილის თემის ველში მიუთითეთ გრაფიკული დიზაინერი.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: