იპოვე უკეთესი სამსახური

პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 80 დღის წინ / 28 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 57 დღის წინ / 19 აგვ. 2018

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად. 

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ახალი პარტნიორი კომპანიების სწრაფი გადახდის ტერმინალებში, საიტსა და აპლიკაციაში ინტეგრაციის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა; (xml კონფიგურაციების, კონტენტის მომზადება და ტესტირება)
  • პარტნიორი კომპანიების სერვისების ცვლილება სწრაფი გადახდის ტერმინალებში, საიტსა და აპლიკაციაში;
  • ჩართული სერვისების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება, პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება;
  • ახალი და არსებული პარტნიორი კომპანიების სერვისების ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ბაზაში;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებისთვის რეგულარულად ცვლილებებზე და დამატებებზე ინფორმაციის მიწოდება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
  • სასურველია xml ფაილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

შეუერთდით 5,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: