იპოვე უკეთესი სამსახური

ოფისის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2136 დღის წინ / 21 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2105 დღის წინ / 21 ივლ. 2018
  • ხელფასი: 500 ლარი

კომპანია შპს ნიუპაკი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ენუქიძის N7 (აფრიკა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე და ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/ მონიტორინგი;
  • ოფისში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა (ინტერნეტი, ელ. ენერგია, ხელოსნების გამოძახება და ა.შ);
  • კომპანიის Facebook გვერდის ადმინისტრირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ოფის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 10:00 – 19:00 სთ.

ანაზღაურება: 500 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ  რეზიუმე/CV, ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: [email protected]
პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: