იპოვე უკეთესი სამსახური

გიდობის შემსწავლელი კურსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2279 დღის წინ / 29 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2248 დღის წინ / 28 Feb. 2018

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა.

კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ.ჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

კურსი შედგება 2 ეტაპისაგან:

  • მოკლე კურსი (პირველი დონე-ზოგადი უნარები)
  • სრული კურსი (პირველი და მეორე დონე)

პირველი დონე მოიცავს:

  • გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
  • ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
  • გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
  • სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
  • ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
  • გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
  • გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
  • ჯგუფის მართვის სპეციფიკა
  • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები

მეორე დონე მოიცავს:

  • ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები
  • ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
  • ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლგიური ასპექტები
  • საქართველოს ტურისტული რესურსები
  • კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე
  • თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება.
  • საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

პრაქტიკული კურსის პროგრამა (დამატებით):

გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი.

კურსის ღირებულება:

  • მოკლე კურსი (პირველი დონე) -  250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
  • სრული კურსი (პირველი და მეორე დონე) – 750 ლარი (36 ლექცია - 3 თვე)

მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში.

წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: ყაზბეგის 26. 1 კორპ.  1 სართ. (დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: [email protected]

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: