იპოვე უკეთესი სამსახური

ოპერატორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2263 დღის წინ / 14 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2232 დღის წინ / 16 მარ. 2018
  • ხელფასი: 550 ლარი

შპს ლიტვური საცხობი+ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ლიტვური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია დაარსდა 2005 წელს და ამ პერიოდიდან ქართველ მომხმარებელს სთავაზობს დაბალ კალორიულ, 100 პროცენტით ნატურალური და ჯანმრთელი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურსა და პურის პროდუქტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ვაგრძნობინოთ ლიტვურ ტრადიციულ და გამოცდილ ტექნოლოგიებზე დამზადებული პროდუქტის ჯანსაღი მარგებლობა. 

დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა მეგობრულ წრესა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას.

ლიტვური საცხობი+ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია APEX-ის სრულყოფილად ცოდნა
  • RS პორტალზე მუშაობის სრულყოფილი ცოდნა
  • უპირატესობა მიენიჭებათ სალაროზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
  • აუცილებელია ბუღალტრად/ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. 

უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • ორგანიზებული
  • პრეზენტაბელურობა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (ორშაბათი - შაბათი).

ანაზღაურება: 550 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: