იპოვე უკეთესი სამსახური

ტექნიკური მენეჯერი - აბაზანა, კერამიკა

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2099 დღის წინ / 28 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2068 დღის წინ / 27 აგვ. 2018

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: 

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი! 

კომპანია ბი ემ სი გორგია აცხადებს ვაკანსიას აბაზანა, კერამიკის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე. 

აღნიშნულ პოზიციისთვის კომპანია აყვანილ კადრს უზრუნველყოფს:

  • პროდუქციის და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლით
  • მწარმოებელ ქარხანაში მივლინებით, სწავლა - პრაქტიკის მიზნით (არაგრძელვადიანი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარი
  • სასურველია, მაგრამ არა უცილებელი: ჩამოვლილ რომელიმე კატეგორიის მასალის ცოდნა
  • სასურველია, მაგრამ არა უცილებელი: მსგავსი მასალების გაყიდვებში გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები: 

  • იმ პროდუქტის ირგვლივ, რომლის ტექნიკური მენეჯერიც იქნება: ბაზრის კვლევა და ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა
  • საცალო მომხმარებელთან პრობლემატური ტექნიკური საკითხების მოგვარება
  • ხელოსნების მოძიება და ბაზის შექმნა
  • ტექნიკური ჯგუფების, სერვისების მოძიება და ბაზების შექმნა
  • "გორგიაში" დასაქმებული ხელოსნების დახმარება და სწავლება
  • პრეზენტაციების ჩატარება ჩვენ პარტნიორ ობიექტებზე პროდუქციის წარდგენა, პრეზენტაცია, შეთავაზებების გაკეთება.

ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული რეალიზაციიდან პროცენტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 8 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: