ჯეოინვესტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება;
- მარკეტინგული ღონისძიებების კოორდინირება, რაც ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობის;
- ბეჭდვითი მასალების დიზაინი და რედაქტირება;
- მედიასთან ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
- აქტიური თანამშრომლობა სარეკლამო კომპანიებთან (სარეკლამო მასალის დაკვეთა, შესყიდვა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი);
- ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისათვის;
- კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
- მარკეტინგული ღონისძიებების შეფასება და ცვლილება საჭიროებისამებრ;
- მარკეტინგისა და კომუნიკაციების ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
- დანახარჯების აღრიცხვა/კონტროლი;
- ვებ-გვერდის, ინტრანეტის მასალების განახლება.
კვალიფიკაცია:
- განათლება: მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
- ინგლისური, რუსული და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS office programs)
პიროვნული უნარები:
- წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ ჩვევები;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ინიციატივის გამოვლენის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
- ორგანიზებულობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
tel: +995 551 93 39 99; +995 598 93 94 95
www.geoinvesti.ge
Facebook.com/Geoinvesti