იპოვე უკეთესი სამსახური

ტექნიკური ასისტენტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2118 დღის წინ / 9 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2092 დღის წინ / 3 აგვ. 2018

ეტალონი-მედია ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

მოცემულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს მოუწევს ხშირი მივლინება საქართველოს ტერიტორიაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • განრიგის შესაბამისად ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მომზადება;
  • ღონისძიების ადგილის ტექნიკურად მოწყობა და გამართვა;
  • ღონისძიების ორგანიზება-ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აგვისტო 2018 წელი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]  გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: