იპოვე უკეთესი სამსახური

ოფის-მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის ინტეგრირებული კურსი სამუშაო გამოცდილებით და სტაჟირებით

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2283 დღის წინ / 7 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2252 დღის წინ / 9 მარ. 2018

უპრეცედენტო შემოთავაზება  ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრისგან: ოფის-მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის ინტეგრირებული კურსი სამუშაო გამოცდილებით და სტაჟირებით.

ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის:

  • ვისაც სურს  მიიღოს სამუშაო გამოცდილება;
  • გახდეს წარმატებული ოფის-მენეჯერი ან  მარკეტინგის მენეჯერი;
  • უნივერიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის, ვისაც სჭირდება პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა /დღიური.

ვინაიდან მუდამ ვზრუნავთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებით დასაქმებისთვის, მიმდინარე სასწავლო კურსებს  დავამატეთ გაძლიერებული ოფის- მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი. სწავლის განმავლობაში მსმენელი აქტიურად იქნება ჩართული ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზაციის   ადმინისტრაციულ საკითხებში: მენეჯმენტი, HR, მარკეტინგი, პიარი, ფინანსები.

კურსის  დასრულების შემდეგ  შეიძენთ იმ ცოდნასა და პროფესიულ  უნარ-ჩვევებს, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი, მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური კადრი.

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ:

  • ერთთვიანი  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
  • ორენოვანი შესაბამისი სერტიფიკატი;
  • სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა /დღიური;
  • წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი.

კურსის განმავლობაში მსმენელი შეისწავლის:

  • კომპანიის სტრუქტურის ანალიზი,რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბიზნეს პროცესებში ჩართვა, მმართველობითი გადაწყვეტილებების ანალიზი და ოპტიმიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწერა;
  • კომპიუტერული პროგრამები;
  • მარკეტინგის, გაყიდვებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • პროექტების მართვა და შედეგების ანალიზი;
  • კომპანიის იმიჯის გამყარება;
  • საქმიანი კორესპოდენციის შედგენა და გაფორმება,სამსახურებრივი დოკუმენტები ადმინისტრაციულ წარმოებაში;
  • ცალკეული დოკუმენტები და მისი ფორმულარი- ბრძანება,განკარგულება,მოხსენებითი ბარათი,ხელშეკრულება, ქირავნობა,იჯარა,ინვოისი,მიღება- ჩაბარების აქტი;
  • ინტერნეტი,ელექტორონული ფოსტა;
  • პრომო და სარეკლამო საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა, მოლაპარაკებების წარმოება;
  • სატელეფონო ზარების მიღება;
  • დღის განმავლობაში შემოსული ინფორმაციის შემოწმება და ოპერატიული რეაგირება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატთა შერჩევა, გასაუბრების, ტესტირების ჩატარება, საბოლოო რეკომენდაციის ჩამოყალიბება);
  • სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინაცია.

მსმენელი გამოიმუშავებს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • სწორი და გამართული მეტყველება;
  • საქმიანი კორესპოდენციის შედგენა და გაფორმება,წერის სტილი,რედაქტირება,შემოწმება;
  • საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნა;
  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • დროის მართვა.

ხანგრძლივობა ერთი თვე, კვირაში სამჯერ, სასწავლო გრაფიკი შედგება მსურველთა მოთხოვნის შესაბამისად.

საფასური აქციის ფარგლებში 550 ლარის ნაცვლად 350 ლარი

თუ გსურთ აღნიშნულ კურსში, მიიღოთ მონაწილეობა დაგვიკავშირდით: 

ტელ: 555 50 71 73; 599 40 71 73;  599 90 16 61;  
ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.
[email protected] სათაურში მიუთითეთ -ტრენინგი სამუშაო გამოცდილებით
https://www.facebook.com/traningi
www.eduemc.com
ვაჟა-ფშაველას 56

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,382 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: