იპოვე უკეთესი სამსახური

სპეციალური პედაგოგი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2290 დღის წინ / 18 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2282 დღის წინ / 25 იან. 2018

კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა შშმ პირთა/ბავშვთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა ცხოვრების ყველა სფეროში. 

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრი, როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი. შშმ ბავშვები 6-18 წლამდე და ზრდასრულები 18 წლის ზემოთ. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 -17 სთ-მდე. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტის მომსახურებით სახლიდან ცენტრამდე და უკან. ასევე ორჯერადი კვებით ცენტრში. წელიწადში რამოდენიმეჯერ ეწყობა ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში (თბილისობა, ყვავილების დღესასწაული, საახალწლო, სააღდგომო დღესასწაულები და სხვ.).

კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს სპეციალური პედაგოგის (შრომითი თერაპიის განხრით) ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დღის ცენტრის ზრდასრულთა ჯგუფში. 

შშმ პირთა (ზრდასრულები) დღის ცენტრის მიზანია: ბენეფიციართათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო-უნარ ჩვევების გამომუშავება, პროფესიული და წინარე პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დახმარება შრომითი თერაპიის და არტ თერაპიის გამოყენებით. 

სპეც. პედაგოგის (შრომა თერაპიის განხრით) ძირითადი ფუნქცია მოვალეობებია:

  • შეასწავლოს ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის ხელსაქმე (გობელენი, თექაზე მუშაობა, დეკუპაჟი, კვილინგი, ქსოვა, კერვა, ქარგვა, თიხაზე მუშაობა, ხატვა, ძერწვა, მინანქარზე მუშაობა და სხვ.) სასურველია რამდენიმე ერთდროულად;
  • ბენეფიციარებთან ერთდ შექმნან სხვადასხვა თემატიკის ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვებისათვის;
  • მოიძიოს ახალი მასალები, კრეატიული იდეები მუშაობის სილაბუსის შესადგენად;
  • ცენტრის ინტერდისციპლინარულ გუნდთან შეთანხმებით მოარგოს ბენეფიციარების შესაძლებლობებს მუშაობის გეგმა და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ხელსაქმის აქტივობები მისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციარის ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის (ისგ) შექმნასა და განხორციელებაში;
  • წარადგინოს ჩატარებული სამუშაოს ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიში პროგრამულ მენეჯერთან;
  • მონაწილეობა მიიღოს ცენტრის ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში. (გამოფენა-გაყიდვები, სოლიდარობის აქციები და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებები);
  • ცენტრში ყოფნისას თვალყური ადევნოს ბენეფიციარებს და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება; 
სასურველია პედაგოგიური სწავლების გამოცდილება;
სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველია ხელოვნების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, Excel, PowerPoint, Outlook.)
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

  • კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
  • პიროვნული განვითარებისაკენ სწრაფვა;
  • ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • მოტივირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

  • ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე CV
  • სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25.01.2018.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე [email protected] და "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: