სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტი-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
- ტენდერების და პროექტების განფასება;
- შესყიდვის დავალების საფუძველზე ფასთა ღია გამოკითხვის წარმოება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
- მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
- შერჩეულ მომწოდებლებთან სწორი და უშეცდომო მოწოდების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
- შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
- მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
- საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
- მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ, ლოჯისტიკის განყოფილებასთან გავლილი/ასახული პირველადი დოკუმენტაციის აკინძვა/ ფინანსური მიმართულებისთვის წარდგენა;
- შესყიდული საქონლის შემოსავალში აყვანა 1c პროგრამაში;
- ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
- შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე შესყიდვების განხორციელბა, შესყიდვაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფინანსური მიმართულებისთვის წარდგენა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, შესყიდვების განხორციელება, შესყიდვაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფინასურისთვის წარდგენა;
- ლოჯისტიკის განყოფილებასთან შეთანხმებით, ახალი ნომენკლატურის შექმნა პროგრამა 1c-ში;
- არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული რევიზია;
- ხელშეკრულების გაფორმებამდე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ) დადგენა, ანალიზი;
- ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე
- ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
- ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
- სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
- ეფექტური აქტების შედგენა;
- ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან/და მენეჯმენტის მიმართულებით)
- სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის/შესყიდვების/ფინანსების სფეროში;
- პროექტების მართვის გამოცდილება;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
- სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
- დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ - ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საფუძვილანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა (ლიგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები);
- უცხო ენების ცოდნა (აუცილებელია ინგლისური/რუსული; სასურველია თურქული/ჩინური);
- ანალიტიკური აზროვნება;
- დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის კულტურა;
- კომუნიკაბელურობა/კოლეგიალობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) 2018 წლის 23 ივლისის ჩათვლით მისამართზე: [email protected] ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.