იპოვე უკეთესი სამსახური

ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2114 დღის წინ / 13 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2095 დღის წინ / 31 ივლ. 2018

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

სამუშაოს აღწერილობა: 

  • საქალაქთაშორისო, მაგისტრალური ოპტიკური ქსელის მოწყობა;
  • დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელის(წვერების) მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება);
  • ოპტიკურ ქსელში არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • ოპტიკურ ქსელში პრობლემის აღმოფხვრის შემდგომი გადამოწმება შესაბამის რგოლთან;
  • სამუშაოს დასრულების შემდგომ გახარჯული მასალების აღრიცხვა;
  • ოპტიკური  ქსელის აღრიცხვისთვის, შესრულებული სამუშაოს შესაბამის აქტში (განწესი)დაფიქსირება;
  • საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა, მორიგეობის დროს საჭირო მასალის მომარაგება,შესრულებული სამუშაოს შესახებ  სატელეფონო ზარის მეშვეობით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესაბამისი ხელსაწყოებით შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შედუღება(გადაბმა);
  • სატელეკომუნიკაციო ჭაში  ტრქნიკური სამუშაოების შესრულება (შედღება, კაბელის გადმოქაჩვა, კაბელის მოძებნა);
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

  • ტექნიკურ სფეროში განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სასურველია ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების  ნორმების შესაბამისად გამოყენების/შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვის გამოცდილება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე:  [email protected] 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ  პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: