იპოვე უკეთესი სამსახური

ტუროპერატინგის და ტურიზმის მენეჯმენტის კურსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2278 დღის წინ / 29 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2247 დღის წინ / 28 Feb. 2018

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა.

კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ.ჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში.

წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

ტუროპერატინგის შემსწავლელი კურსი

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურების, ლაშქრობების, ექსკურსიების დაგეგმვა-შემუშავებას, ტურისტული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებსა და მათ დამოკიდებულებას ტუროპერატორულ კომპანიებთან. მოლაპარაკების წარმოებას, მომსახურების ხრისხის კონტროლს და მის წრმატებით განხორციელებას.

კურსი მოიცავს:

  • ტურიზმის ოპერირების საფუძვლები;
  • ტურიზმის განვითარების ძირითადი ასპექტები;
  • ტურიზმის სახეები და მიმართულებები, კლასიფიკაცია;
  • მომსახურების კლასები და პაკეტები;
  • ტურის პროექტირება;
  • ტურფირმის იმიჯი, მიმზიდველი ტურპროდუქტის შექმნა;
  • ხელშეკრულებები ტუროპერატორებს შორის;
  • ხელშეკრულებები კვების ბლოკთან და ავტოტრანსპორტთან;
  • ტურისტული დოკუმენტაცია, სავიზო მხარდაჭერის პოლიტიკა, სამოგზაურო დაზღვევა;
  • ტურისტული მარშრუტის აღწერა-შედგენა, დროში გაწერა და მართვა;
  • ტურპაკეტის შედგენა და ფასების კალკულაცია.

კურსის ღირებულება: 250 ლარი (12 ლექცია).

მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1სთ.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით:  ტურიზმის მენეჯმენტს და მის სტრუქტურას, ტურისტული ფირმის ხელმძღვანელობას და პერსონალის მართვას, საქმიანი თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარების  - კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

კურსი მოიცავს:

  • ტურიზმის საფუძვლები, განმარტებები, მისი განვითარების მოკლე ისტორია;
  • ტურიზმის სახეები, კლასიფიკაცია და ძირითადი მიმართულებები;
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის როლი ტურიზმში;
  • ტურისტული ბაზრის სეგმენტები და მოგზაურთა ფსიქოლოგია;
  • საქართველოს ტურისტული რეგიონები;
  • ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა;
  • ეკოტურიზმი და თანამედროვე მსოფლიო;
  • საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი (რუკაზე მუშაობა);
  • ტურისტული ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება;
  • ტურისტული ფირმის პერსონალი, მათი შერჩევა, მართვა და მოტივაცია;
  • მენეჯერის როლი, ძალაუფლება და ავტორიტეტი;
  • საქმიანი თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარების ორგანიზება;
  • კომფლიქტები და სტრესები;
  • რეკლამის როლი ტურიზმის მენეჯმენტში;
  • საქართველოს ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა (სატრანსპორტო საშუალებები, დაცული ტერიტორიები, თემატური პარკები, კვების ობიექტები და სხვა);
  • საქართველოს ძირითადი ტურისტული მარშრუტები.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1სთ.

კურსის ღირებულება: 300 ლარი (12 ლექცია)

მის: ყაზბეგის 26. 1 კორპ.  1 სართ. (დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: [email protected]    

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: