კომპანია რეფიქსი აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ისთ ფოინთის მიმდებარედ.
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00; შაბათი 9:00-16:00.
სამუშაოს აღწერა:
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა , მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
- პოტენციური კლიენტების მოსაზიდად შესაბამისი გზების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა - შეთავაზების გაკეთება
- პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის გაცნობა
- მომხმარებელთა მოთხოვნილებების და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნების და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება
- პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
- ალარო აპარატთან მუშაობა;
- კომპანიის ავტომანქანის ტექნიკური მხარის მუდმივი კონტროლი, სისუფთავის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გადაადგილება;
- ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება;
- ასაკი: 23-დან 35 წლამდე;
- ქართული და რუსული ენების ცოდნა ;
- მართვის მოწმობა B კატეგორია.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანსია - "პრისელერი".