იპოვე უკეთესი სამსახური

მიმართულების მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 203 დღის წინ / 6 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 172 დღის წინ / 5 აპრ. 2018

სააგენტო New Service აცხადებს ვაკანსიას საქველმოქმედო ფონდისთვის მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომელთაც ექნაბათ სამუშაო გამოცდილება საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაციებში);
  • ქართული და რუსული ენების გამართული ცოდნა(როგორც წერითი, ისე ვერბალური) სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინფორმაციის სწრაფი გაანალიზების უნარი;
  • არანორმირებული გრაფიკით მუშაობისთვის მზადყოფნა;
  • სამსახურეობრივი მივლინებებისთვის მზადყოფნა;
  • მნიშვნელოვანია კანდიდატი გამოირჩეოდეს მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით.

ფუნქცია მოვალეობები

  • დახმარების მოთხოვნით ფონდში შემოსული განაცხადების გადარჩევა და გაცნობა;
  • ყველაზე რთული მდგომარეობის ამსახველი განაცხადების შეფასება და რისკების გამოვლენა;
  • მომავალ ბენეფიციართან ან რომელიმე ოჯახის წევრთან კონტაქტის დამყარება და პირველი ვიზიტის დაგეგმვა;
  • ბენეფიციართან სტუმრობა – თბილისის მასშტაბით ფონდის თანამშრომელთან ერთად, რეგიონში დამოუკიდებლად;
  • ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების გაცნობა,ბენეფიციარისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება ფონდში მიმდინარე პროექტების შესახებ;
  • ბენეფიციარის ინფორმირება მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვების შესახებ;
  • ბენეფიციარის დახმარება ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში;
  • შერჩეული ბენეფიციარის შესახებ კორესპონდენციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • არასტანდარტული პროდუქციის შესყიდვის შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ბენეფიციარისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი;
  • ბენეფიციარისთვის გადაცემული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება, პროდუქციის გადაცემის ფოტო გადაღება;
  • სამთავრობო ორგანოებთან, ადგილობრივ კომპანიებთან ურთიერთობა და ბენეფიციარებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
  • პროდუქციის მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ;
  • საბავშვო სახლებში დაგემილი ღონისძიებების გამართვაში მონაწილეობის მიღება და სტუმრების მოპატიჟება.

სამუშაო გრაფიკი– 09:00 სთ დან 18:00 სთ–მდე
დასვენების დღეები– შაბათი და კვირა
ცენტრალური ოფისი – თბილისი, ორთაჭალა
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
სასურველია კანდიდატს ყავდეს საკუთარი ავტომობილი და ქონდეს მართვის გამოცდილება
საწვავისა და ტელეფონის ხარჯებს ფარავს ფონდი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე რუსულ ენაზე [email protected]

გაითვალისწინეთ, რომ ფონდში სამუშაო ენა გახლავთ რუსული, ამიტომ გთხოვთ რეზიუმეები მოგვაწოდოთ მხოლოდ რუსულ ენაზე.

შეუერთდით 4,948 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: