The full text of this announcement is in
Georgian:
პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Mobility აცხადებს სტაჟირების პროგრამას UI/UX დიზაინერის ინტერნის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
- ვებ-გვერდების და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემუშავება;
- დამხმარე გრაფიკული ელემენტების შემუშავება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- Adobe Photoshop საფუძვლიანი ცოდნა;
- რეალური ვებ-ინტერფეისების შემუშავების გამოცდილება;
- დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- Adobe XD, Adobe Illustrator, Sketch პროგრამების ცოდნა.
რას ვთავაზობთ:
- სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
- სტაჟირების ვადა: 3 თვე;
- სტიპენდია: 200 ლარი;
- სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
- საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
- ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
- წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:
- პირადი CV;
- ნამუშევრების პორტფოლიო - პირადად ან გუნდურად შემუშავებული პროექტების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ.
წერილები მიიღება მისამართზე: [email protected] 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ “UI/UX Designer Intern”.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით. ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.mobility.ge