IT Engineer

  • Location: Tbilisi
  • Published 2347 days ago / Nov 24, 2017
    Deadline reached 2316 days ago / Dec 24, 2017

The full text of this announcement is in Georgian:

"ვეზირი" აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინრის თანამდებობაზე.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1.
სავარაუდო ანაზღაურება: შეთანხმებით.

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის უზრუნველყოფა IT მხარდაჭერით, მათ შორის პროგრამული პროდუქტების მოდიფიკაცია და ადმინისტრირება. 

პროფესიონალური მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან სტუდენტი იგივე სფეროში. სპეციალობა არ არის შეზღუდული.

ცოდნა და გამოცდილება:

  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა, როგორც სასაუბრო, ასევე წერითი;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Active Directory, PHP, SQL, WEB Programming;
  • IT უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ზოგადი უნარ-ჩვევები: 

  • ორგანიზებული;
  • დისციპლინირებული;
  • სანდო;
  • კეთილსინდისიერი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ინიციატივიანი და მოტივირებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამული პროდუქტების მოდიფიკაცია და ადმინისტრირება;
  • კომპანიის ვებ გვერდის მოდიფიკაცია და ადმინისტრირება;
  • ოპერაციული სისტემების და სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია კომპანიის თანამშრომლებისათვის;
  • Mail სერვერის ადმინისტრირება;
  • Microsoft Active Directory სერვერის ადმინისტრირება;
  • კონფიდენციალური, საიდუმლო და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა;
  • IT უსაფრთხოების შესახებ თანამშრომელთათვის რეკომენდაციების მიწოდება, საჭიროებისამებრ მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • IT უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო: 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული; რაოდენობა შეთანხმდება გასაუბრებისას;
  • სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. ანდრონიკაშვილის 7. 

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (კანონმდებლობის მიხედვით 16 წელი).
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი: პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა, შემდეგ 1 წლიანი ხელშეკრულება.

დასაქმებულის უფლებები:

შპს "ვეზირში" დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. ტოლფასი სამუშაოს შემთხვევაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანაბარი ოდენობის ანაზღაურებით. თანამშრომელი თავისუფალია შექმნას დასაქმებულთა გაერთიანება ან გაწევრიანდეს მსგავსს გაერთიანებებში; მოითხოვოს დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების პროცესის ორგანიზება. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

სავალდებულო დოკუმენტები: CV.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე; [email protected] და თემის (Subject) ველში მიუთითეთ: "IT ინჟინერი".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24 დეკემბერი, 2017 წ.
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 10 იანვარი, 2018 წ.

შენიშვნა

კანდიდატების შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე; ასევე, წინა სამსახურებიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე.

ის კანდიდატები, რომელთა ანკეტაში მითითებული ინფორმაცია არ იქნება თანამდებობრივი მოთხოვნების შესაბამისი, არ იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა აპლიკანტს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

Join our mailing list of 19,368 users — get new announcements via email: