Installer

  • Location: Tbilisi
  • Published 2281 days ago / Feb 6, 2018
    Deadline reached 2258 days ago / Feb 28, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

შპს  „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიებს ინსტალატორისა და დამხმარე ინსტალატორის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება: გამომუშავებით.

სამუშაოს  აღწერილობა:

  • ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
  • აბონენტებთან  შიდა ქსელის დაზიანებების აღმოფხვრა;
  • აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება,მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
  • კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების  შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
  • აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
  • სახელმწიფო ენის ფლობა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

  1. გასაუბრება
  2. სტაჟირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის  დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

Join our mailing list of 19,375 users — get new announcements via email: