Academic Positions

  • Location: Tbilisi
  • Published 2190 days ago / May 1, 2018
    Deadline reached 2145 days ago / Jun 14, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

ავრასია ბათუმის საერთაშორისო  უნივერსიტეტი 2018 წლის 30 აპრილიდან აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ინგლისურენოვან პროგრამაზე შემდეგი მიმართულებით

სამართალი:

  • პროფესორი  - 2 ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი  - 3 ადგილი;
  • ასისტენტ  პროფესორი - 3  ადგილი;
  • ასისტენტი  - 2 ადგილი.

საერთაშორისო სამართალი:

  • პროფესორი  - 1 ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი  - 3 ადგილი;
  • ასისტენტ  პროფესორი - 3  ადგილი;
  • ასისტენტი - 2  ადგილი.

საკონკურსო პირობები:

  • პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი საკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  შპს   ავრასია ბათუმის საერთაშორისო  უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:

  • საკონკურსო განაცხადი/ანკეტა შევსებული დანართის ჩათვლით, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში [email protected]   ან შესაძლებელია მიღებული იქნას უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • სამეცნიერო ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტების შემთხვევაში - დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
  • CV (ავტობიოგრაფია)
  • 2 (ორი) ფოტოსურათი.
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის შემთხვევაში სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან სათანადო წესით გაცემული ცნობა);
  • სასწავლო კურსის  სილაბუსი/სილაბუსები;
  • ინგლისური ენის ფლობის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

შენიშვნა:

აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პულიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:  

  • საკონკურსო განაცხადი/ანკეტა შევსებული დანართის ჩათვლით, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში [email protected]  ან შესაძლებელია მიღებული იქნას უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • CV (ავტობიოგრაფია);
  • 2 (ორი) ფოტოსურათი;
  • პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სპეციალური მომზადების ან/და გამოქვეყნებული პულიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • საკონკურსო კომისია უფლებამოსილია:
  • მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე;
  • საჭიროების  შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: საქართველო,  ქ. ბათუმი, გოგებაშვილის № 62

კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 30 აპრილიდან. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები გამოცხადდეს  არაუგვიანეს 2017 წლის 25 ივნისს.

საკონტაქტო პირი დამატებითი ინფორმაციისთვის:

ოსმან მჟავანაძე
577468856
[email protected]

Join our mailing list of 19,368 users — get new announcements via email: