The full text of this announcement is in Georgian:
ტურისტული კომპანია დილა პლიუსი აცხადებს ვაკანსიას ტურ მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი პირობები:
- უმაღლესი განათლება;
- ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
- დახვეწილი მეტყველება და კარგი წერითი უნარ-ჩვევები;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კომპანიასთან ერთად განვითარებისა და ზრდის სურვილი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ტურისტული პაკეტების შედგენა და გაყიდვა;
- სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი;
- საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება;
- სწაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პუნქტუალურობა.
ასაკი: 22 წლიდან 35 წლამდე.
გვჭირდება ახალგაზრდა,ენერგიული,სანდო და ერთგული კადრი. რომელსაც ეყვარება საკუთრი საქმე , ენთუზიაზმით და მონდომებით შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. იქნება მუდმივ სიახლეების ძიებაში და კომპანიას წარმართავს სწორი მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00 -მდე;
- შაბათი: 11:00-დან 16:00-მდე
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნილ პირობებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]