იპოვე უკეთესი სამსახური

სატელიტური ქსელის ინსტალატორი

სერვის ნეტ გრუპი აცხადებს სატელიტური ქსელის ინსტალატორის ვაკანსიებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სამტრედია,ჭიათურა, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ხონი, მესტია, ონი, თეთრიწყარო, კასპი, ქარელი, წალკა.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება : ბონუსური.

სამუშაოს აღწერილობა:

  • კომპანიის მომხმარებლებისათვის/აბონენტებისათვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების, შეფერხების აღმოფხვრა დროულად და ჯეროვნად და დემონტაჟის განხორციელება.
  • სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
  • აბონენტთან შესაბამისი დოკუმეტაციის გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სატელიტური ქსელის მოწყობის ცოდნა;
  • კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
  • სახელმწიფო ენის ფლობა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

  1. გასაუბრება
  2. სტაჟირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

შეუერთდით 19,358 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: