იპოვე უკეთესი სამსახური

სასტუმრო ინდუსტრიის ბაზრის კვლევის ტენდერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2101 დღის წინ / 19 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2088 დღის წინ / 31 ივლ. 2018

სასტუმროს სისტემების კომპანია ოდისია (http://www.odissia.ge), რომელიც სასტუმრო ბიზნესს უზრუნველყოფს ამერიკული წარმოების სასტუმროს, რესტორნის და ონლაინ ჯავშნების სისტემებით, აცხადებს ტენდერს სასტუმროს ინდუსტრიის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით.

შერჩეული პირმა ან კომპანიამ უნდა განახორციელოს:

  • ბაზრის კვლევა რომელიც მოიცავს თბილისში სასტუმროთა ჯავშნების სფეროში არსებულ ტენდენციებს,
  • თბილისში მდებარე სასტუმროების ანალიზი ბოლო წუთის გაყიდვებთან (last minute sales) დაკავშირებით
  • უცხოელი ტურისტების ქცევის ანალიზი თბილისში ოთახების დაჯავშნასთან დაკავშირებით.

დაინტერესებულმა პირმა ან კომპანიამ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოს:

  • მოკლე ინფორმაცია ჩატარებულ ბაზრის კვლევებთან დაკავშირებით;
  • აღწერილობა თუ როგორ განხორციელდება ტენდერით განსაზღვრული საკითხების შესწავლა;
  • კვლევის ჩატარების ვადა და ბიუჯეტი.

ტენდერზე განაცხადის წარდგენის ბოლო დღე: 2018 წლის 31 ივლისი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]

შეუერთდით 19,356 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: