იპოვე უკეთესი სამსახური

კატეგორიის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2115 დღის წინ / 6 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2084 დღის წინ / 5 აგვ. 2018
  • ხელფასი: 1,400 ლარიდან

კომპანია ელთიბი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია „ელთიბი“  წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების  ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია “ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა, მომხმარებლის მოთხოვნებზე და მომწოდებლის სიახლეებზე დაკვირვება. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ასორტიმენტის გაზრდისა და ახალი პროდუქტების დამატების ინიცირება.
  • საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება, სიახლეების და ტრენდების შესწავლა/მოგროვება საკუთარი კატეგორიის ჭრილში და მათი გაყიდვების გუნდისთვის წარდგენა.
  • ელთიბის კონკურენტების ბაზის შექმნა და წარმოება, მათი პროდუქციის და სერვისების შესწავლა. საჭიროებისას, ახალი პროდუქციისა და სერვისების დამატების იდეების ინიცირება.
  • პროდუქტის დანერგვის მიზნით, ტრენინგების ჩატარების ინიცირება.
  • საკუთარი კატეგორიის მომგებიანობის და ლიკვიდურობის ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის ინიცირება.
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე და საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამუშაოების შესრულება.

საკვლიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ავტომანქანის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე. სასურველია ინგლისური ენის ცოცნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: 1400 ლარი (დარიცხული) და ბონუსები გაყიდვებიდან.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „კატეგორიის მენეჯერი“.

კონკურსის ეტაპები:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.
  3. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: