იპოვე უკეთესი სამსახური

ტრენინგი მასწავლებლებისთვის სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2352 დღის წინ / 10 ნოე. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2335 დღის წინ / 26 ნოე. 2017

ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.allaboutyou.ge

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 8-10 დეკემბერს, გაიმართება ტრეინინგი მასწავლებლებისთვის, რომლის მიზანია სექსუალური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირების გეგმის შემუშავება და რესურსების გაზიარება.

ტრეინინგის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რას მოიცავს პროექტი “ყველაფერი შენ შესახებ” და როგორ შეიძლება მასწავლებლებისა და მოსწავლეების  ჩართულობის გაზრდა?
  • რა არის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება?
  • რა მითები და სტერეოტიპები არსებობს საკითხის გარშემო და როგორ დავძლიოთ ისინი?
  • როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს ჩაერთონ სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმაში?
  • რა გამოწვევები არსებობს დღეს სექსუალურ განათლებაში?
  • რა სახის გამოცდილება არსებობს სექსუალური განათლების კუთხით სხვა ქვეყნებში?

ტრეინინგი გაიმართება ქალაქ თელავში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს, მონაწილეები უნდა ჩამოვიდნენ ტრეინინგის ადგილას, 8 დეკემბერს, 16:00 საათზე და დატოვონ სასტუმრო 10 დეკემბერს, 16:00 საათზე.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ამ ბმულზე.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი.

შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

ტრენინგთან დაკავშირებული მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ხარჯები დაფარული იქნება პროექტის ფარგლებში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

[email protected]

facebook.com/allaboutyou.ge/

www.allaboutyou.ge

Tel: +995599959020

შეუერთდით 19,355 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: