იპოვე უკეთესი სამსახური

ტრენინგი სტუდენტებისთვის სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2356 დღის წინ / 6 ნოე. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2342 დღის წინ / 19 ნოე. 2017

ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.allaboutyou.ge

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 1-3 დეკემბერს, გაიმართება ტრეინინგი სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის სექსუალურ განათლებაზე ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობა.

ტრეინინგის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რას მოიცავს პროექტი “ყველაფერი შენ შესახებ” და როგორ შეიძლება სტუდენტების ჩართულობის გაზრდა?
  • რა არის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება?
  • რა მითები და სტერეოტიპები არსებობს საკითხის გარშემო და როგორ დავძლიოთ ისინი?
  • როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმაში?
  • რა გამოწვევები არსებობს დღეს სექსუალურ განათლებაში?

ტრეინინგი გაიმართება თბილისში, 1-3 დეკემბერს (ტრეინინგი დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 19:00 საათზე). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ამ ბმულზე.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 19 ნოემბერი.

შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 23 ნოემბრისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

[email protected]

facebook.com/allaboutyou.ge/

www.allaboutyou.ge

Tel: +995599959020

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: