იპოვე უკეთესი სამსახური

პროექტის მენეჯერის ასისტენტი/დოკუმენტაციის კონტროლის ოფიცერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2316 დღის წინ / 24 ნოე. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2285 დღის წინ / 24 დეკ. 2017

"ვეზირი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის/დოკუმენტაციის კონტროლის ოფიცრის თანამდებობაზე.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1
სავარაუდო ანაზღაურება: შეთანხმებით.

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: 

  • პროექტების მენეჯერისადმი მხარდაჭერის აღმოჩენა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების მხრივ.
  • პროექტის დოკუმენტაციის კოორდინირება და კონტროლი კომპანიაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ტექნიკური ნახაზების შესრულება.

პროფესიონალური მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან სტუდენტი იგივე სფეროში. სპეციალობა არ არის შეზღუდული.

ცოდნა და გამოცდილება:

  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა, როგორც სასაუბრო, ასევე წერითი
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows, MS Office applications - Word, Excel,Visio, Outlook - სრულყოფილი ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა.
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

ზოგადი უნარ-ჩვევები: 

  • ორგანიზებული
  • დისციპლინირებული
  • სანდო
  • კეთილსინდისიერი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, 
  • ინიციატივიანი და მოტივირებული
  • შრომისმოყვარეობა;
  • აკურატულობა.

PM ასისტენტის მოვალეობები:

  • მიმდინარე პროექტების კონცეფციის, დიზაინის და სრული მოცულობების ზოგადი გაცნობა;
  • მოკლე და გრძელვადიანი დაგეგმილი სამუშაო გრაფიკების გაცნობა;
  • პროექტებში მონაწილე კომპანიების პერსონალის სრული ჩამონათვალის მომზადება (კომპანიის დასახელება, პროფილი, მონაწილეთა პოზიციები, საკონტაქტო ტელეფონი);
  • დამკვეთს და კონტრაქტორებს შორის შეხვედრების ორგანიზება, მონაწილეობა და შეხვედრის ოქმების წარმოება;
  • პროექტში მონაწილე მხარეებისთვის რეგულარულად დაგეგმილი შეხვედრის საკითხების (ადგილი, დრო, მონაწილეთა სია, სამუშაოთა ჩამონათვალი) გაცნობა;
  • დასრულებული შეხვედრის ოქმების დოკუმენტირება და არქივის წარმოება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები, გრაფიკები, სხვადასხვა დოკუმენტები) აღრიცხვა/ნუმერაცია და კონტროლი;
  • კონტრაქტორებთან და პროექტში მონაწილე ორგანიზაციებთან წერილების და ელფოსტის მიმოწერაში მონაწილეობა, საკორესპონდეციო ბაზის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტის მთავარ ინჟინერთან და დამკვეთი კომპანიის პერსონალთან კონტაქტი, სატელეფონო და წერილობითი ინფორმაციის მიღება;
  • კონტრაქტორების მონაცემთა ბაზის განახლება/დახვეწა;
  • პროექტთან დაკავშირებული პერიოდულად მიღებული რეპორტების არქივიზაცია;
  • დაგეგმილი სამუშაოების და პროექტის სხვადასხვა საკითხების შესრულების ვადებზე დაკვირვება/შეხსენება;
  • პროექტის საორგანიზაციო სტრუქტურის სხვადასხვა რგოლებთან კავშირი და ინფორმაციის მიმოცვლა;
  • პროექტის საწყისი ეტაპიდან შეხვედრებში და განხილვებში მონაწილეობა;
  • ქვეკონტრაქტორებზე სარეკომენდაციო დოკუმენტაციის მოძიება და მომზადება;
  • პროექტის სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი და პროგრესის ანალიზი;
  • პროექტთან დაკავშირებული პერიოდული რეპორტების მომზადება.

როგორც DCC:

  • პროექტის დოკუმენტაციის კონტროლი;
  • არქიტექტურული ნახაზების და სპეციფიკაციების ხარისხობრივი ანალიზი;
  • პროექტის შემავალი და გამომავალი მონაცემების აღრიცხვა/შენახვა.
  • საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო პაკეტის კოორდინაცია/კონტროლი;
  • დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზის მართვა/განახლება;
  • რეპორტინგის სისტემის კონტროლი;
  • დოკუმენტაციის მიმოსვლის კონტროლი და უზრუნველყოფა, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე კონტრაქტორ კომპანიებთან;
  • დამკვეთის პროცედურების შესწავლა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო: 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 მდე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული; რაოდენობა შეთანხმდება გასაუბრებისას;
  • სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. ანდრონიკაშვილის 7. 

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (კანონმდებლობის მიხედვით 16 წელი).
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი: პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა, შემდეგ 1 წლიანი ხელშეკრულება.

დასაქმებულის უფლებები:

შპს "ვეზირში" დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. ტოლფასი სამუშაოს შემთხვევაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანაბარი ოდენობის ანაზღაურებით. თანამშრომელი თავისუფალია შექმნას დასაქმებულთა გაერთიანება ან გაწევრიანდეს მსგავსს გაერთიანებებში; მოითხოვოს დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების პროცესის ორგანიზება. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

სავალდებულო დოკუმენტები: CV. 

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე; [email protected] და თემის (Subject) ველში მიუთითეთ: "PM Assistant/DCC".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24 დეკემბერი, 2017 წ.
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 10 იანვარი, 2018 წ.

შენიშვნა

კანდიდატების შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე; ასევე, წინა სამსახურებიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე.

კანდიდატები, რომელთა ანკეტაში მითითებული ინფორმაცია არ იქნება თანამდებობრივი მოთხოვნების შესაბამისი, არ იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა აპლიკანტს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: