იპოვე უკეთესი სამსახური

კონსულტანტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2270 დღის წინ / 7 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2239 დღის წინ / 9 მარ. 2018
  • ხელფასი: 400 ლარიდან

სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ასაკი: 35 წლამდე

სქესი: მამრობითი

ძირითადი მოვალეობები:

  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი.

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2 კვირა.

ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 400 ლარს, ხოლო 3 თვის შემდგომ 500 ლარს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - „კონსულტანტი“

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: