იპოვე უკეთესი სამსახური

ინტენსიური საგადასახადო კურსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2228 დღის წინ / 19 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2193 დღის წინ / 22 აპრ. 2018

ტრეინინგ ცენტრი TrainMe აცხადებს მიღებას ინტენსიურ საგადასახადო კურსზე.

კურსის შესახებ:

საგადასახადო კოდექსის ზოგადი კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. განხილული იქნება საქართველოში ყველა მოქმედი გადასახადი, თეორიულად და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. ასევე მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა გააცნობიერონ საგადასახადო რისკები, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დეკლარირების და თანხის გადახდის ვალდებულებები. ასევე მსმენელები გაეცნობიან საგადასახადო აუდიტის სპეციფიკას, შესაძლო სამართალდარღვევებს და პასუხისმგებლობის ზომებს.

საჭირო ინფორმაცია:

  • კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (16 საათი);
  • შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ;
  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი;
  • კურსის საფასური: 390 ლარი;
  • ანგარიშსწორების ფორმა: ერთიანი გადახდით ან საბანკო განვადებით;
  • მეორე მონაწილის მოწვევის შემთხვევაში ვრცელდება 50% ფასდაკლება;
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

რა ცოდნას მივიღებ?

კურსი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიც არის:

  • საგადასახადო კანონმდებლობის (მათ შორის მეწარმეთა შესახებ კანონის) ზოგადი მიმოხილვა, გადასახადის სახეები, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო ვალდებულებები, იურიდიული და ფიზიკურ პირები.
     
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადის ზოგადი მიმოხილვა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, პერიოდი, გათავისუფლება, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. მოგების გადასახადის პრინციპები, ესტონური მოდელი, მოგების განაწილების შემთხვევები, დაბეგვრის ობიექტი, პერიოდი, გათავისუფლება.
     
  • ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები, ამორტიზაცია, გამოქვითვადი ხარჯები, დარიცხვის და საკასო მეთოდები, საერთაშორისო დაბეგვრა, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები, საგადასახადო აგენტი და გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი, დაბეგვრის ობიექტი, პრინციპები, დაბეგვრის პერიოდი, გათავისუფლება, შერეული ოპერაციები, დღგ-ს ჩათვლა, უკუდაბეგვრა.
     
  • აქციზის გადასახადი, დაბეგვრის პერიოდი და ობიექტი, აქციზის გადამხდელები, გათავისუფლება, განაკვეთები. იმპორტის გადასახადი, განაკვეთები, დაბეგვრის ობიექტი.
     
  • ქონების გადასახადი, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადის გადამხდელები, განაკვეთები, გათავისუფლება და დეკლარირება.
     
  • საგადასახადო კონტროლი და უზრუნველყოფა, საგადასახადო შემოწმება, შემოწმების სახეები და სპეციფიკა, უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, საგადასახადო სამართალდარღვევა, საგადასახადო დავა და შეთანხმება.

ვისთვის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია ფინანსების სფეროში მომუშავე პირებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების თუ სხვა ბიზნეს ადმინისტრირების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ჰქონდეთ ცოდნა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების და შეღავათების შესახებ. ასევე გავლილი იქნება თემები თუ როგორ მოვახდინოთ საგადასახადო ოპტიმიზაცია.

ტრენერები:

კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებს ტრენერი, რომელსაც გააჩნია:

  • მდიდარი გამოცდილება საგადასახადო კუთხით მუშაობის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებში;
  • ამჟამად მოქმედი საგადასახადო პრაქტიკული გამოცილებით, საქართველოს ბაზარზე წამყვან საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში;
  • მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში;

სრულად ტრენერებზე იხილეთ ამ ბმულზე;

ტრეინინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს;

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 595 55 59 72 / +995 592 26 43 43 ან მოგვწერეთ: [email protected]

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 აპრილი

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: