იპოვე უკეთესი სამსახური

ტრეინინგ კურსი-პროექტების მართვა

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2256 დღის წინ / 13 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2243 დღის წინ / 25 Feb. 2018

ტრეინინგ ცენტრი TrainMe აცხადებს მიღებას ტრეინინგ კურსზე - პროექტების მართვა.

კურსის შესახებ:

აღნიშნული კურსი მონაწილეებს მიაწვდის პროექტების მართვის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. თეორიულ ნაწილში განხილული იქნება პროექტების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიები. კურსი გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ თეორიული ცოდნის რეალური განხორციელების შესაძლებლობები პრაქტიკაში. კურსის განმავლობაში ასევე იქნება ქეისები საქართველოს ბაზარზე წამყვანი ორგანიზაციების პრაქტიკიდან და ტრენერების პირადი გამოცდილებიდან.

საჭირო ინფორმაცია:

  • კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (16 საათი)
  • შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ
  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
  • კურსის საფასური: 350 ლარი
  • ანგარიშსწორების ფორმა: ერთიანი გადახდით ან საბანკო განვადებით (https://goo.gl/QJm6om)
  • მეორე მონაწილის მოწვევის შემთხვევაში ვრცელდება 50% ფასდაკლება (https://goo.gl/K1cq5C)
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

რა თეორიულ ცოდნას მივიღებ?

კურსი დაფარავს ისეთ თეორიულ საკითხებს, როგორიც არის:

  • პროექტის განმარტება, პროექტის მენეჯერი და მისი როლი;
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლი, განვითარების ფაზები: ინიცირება; დაგეგმვა; აღსრულება; კონტროლი და მონიტორინგი; დახურვა;
  • პროექტის საკვანძო სამკუთხედები, დაინტერესებული მხარეები;
  • პროექტები და ოპერაციები, ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოდელები;
  • პროექტის ტიპები, პრიორიტეტები, გარემო ფაქტორები;
  • პროექტის ინტეგრაციის მართვა;
  • პროექტის შინაარსის მართვა;
  • პროექტის ვადის მართვა;
  • პროექტის ბიუჯეტის მართვა;
  • პროექტის რისკების მართვა;
  • პროექტის ხარისხის მართვა;
  • პროექტის გუნდის მართვა;
  • პროექტის კომუნიკაციების მართვა;
  • პროექტის შესყიდვების მართვა;
  • პროექტის დოკუმენტების შექმნა და მართვა;
  • შინაარსის დოკუმენტი (Project Scope Statement);
  • წესდების დოკუმენტი (Project Charter);
  • WBS (Work Breakdown Structure);
  • კომუნიკაციის გეგმა;
  • პასუხისმგებლობების მატრიცა (Responsibilities Matrix);
  • ბიუჯეტი;
  • ცვლილებების დოკუმენტი (Change Registry);
  • SWOT ანალიზი;
  • მართვის ზოგადი პრინციპები და პროექტების მართვა;
  • Waterfall და Agile მეთოდოლოგიები, მათი შინაარსი და განსხვავებები;

რა პრაქტიკულ უნარებს შევიძენ?

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ განსხვავებულად შეხედოთ პროექტს და მის პრაქტიკული განხორციელების პროცესს. იქნებით
აღჭურვილი ისეთი უნარებით, როგორიც არის:

  • როგორ გავაკეთოთ ინიცირება და როგორ ვმართოთ პროექტი;
  • როგორ შევძლოთ სრული სურათის მუდმივ რეჟიმში დანახვა პროექტის მიმდინარეობისას;
  • ამოცანების განაწილება და პრიორიტეტიზაცია, ისე რომ გათვალისწინებული იყოს მათი კავშირი პროექტის სხვადასხვა თემებთან მიმართებაში;
  • ცვალებადი და მუდმივად განვითარებადი ბიზნეს პროცესების მართვა;
  • როგორ ვმართოთ გუნდი რომელიც ჩართულია მათთვის აქამდე უცნობ და ახალ ბიზნეს პროცესში;
  • როგორ ვმართოთ პროცესები მიზნებზე ორიენტირებულად;
  • შეძლებთ დაინახოთ რა არის საჭირო, რისთვის და როგორ, რომ განვახორციელოთ დასახული მიზნები;
  • შეძლებთ რეალურად აღიქვათ ის პრაქტიკული მნიშვნელობა რაც გააჩნია პროექტს და პროექტის მენეჯერის არსებობას.
  • შეძლებთ ყველაფერს მისცეთ ზუსტი და დოკუმენტური სახე, იმ ფორმით რაც აპრობირებულია პრაქტიკაში;

ტრენერები:

კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებენ ტრენერები, რომელთაც გააჩნიათ:

  • პრაქტიკული გამოცდილება პროექტების მართვაში
  • საქართველოს ბაზარზე წამყვან კომპანიებში მუშაობის გამოცდილება
  • როგორც ფრონტ-ოფისის, ასევე შუა და მაღალი რგოლის მენეჯერული გამოცდილება

სრულად ტრენერებზე: http://trainme.ge/#team

ტრეინინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: http://trainme.ge/apply/

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 595 55 59 72 / +995 592 26 43 43

ან მოგვწერეთ: [email protected]

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

შეუერთდით 19,354 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: