იპოვე უკეთესი სამსახური

კორექტორ-თარჯიმანი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2274 დღის წინ / 31 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2243 დღის წინ / 2 მარ. 2018

შპს თბილისის ბიზნეს სახლს (თარჯიმანთა ბიუროს) ესაჭიროება კორექტორ-თარჯიმანი ინგლისური/რუსული ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით. აუცილებელია ჰქონდეს ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია ჰქონდეს უმაღლესი განათლება ინგლისური/რუსული ფილოლოგიის მიმართულებით (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი);
  • სასურველია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთარგმნელობით  სფეროში;
  • უცხო და ქართული ენის მორფოლოგიური, სინტაქსური, ორთოგრაფიული და სტილისტური თავისებურებების საფუძვლიანი ცოდნა; 
  • სხვადასხვა სირთულის მასალების ანალიზისა და ადეკვატური თარგმნის/კორექტირების უნარი;
  • ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნა, როგორც ქართულ, ისე სამუშაო უცხო ენაზე; 
  • დამოუკიდებლად და შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამებში თავისუფლად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი (დისტანციური)

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება: "ენის თარჯიმანი ან კორექტორი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შეიძლება არ იქნას განხილული.

შეუერთდით 19,363 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: