იპოვე უკეთესი სამსახური

1C პროგრამისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2320 დღის წინ / 12 დეკ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2306 დღის წინ / 25 დეკ. 2017

კომპანია "სინერჯი სოლუშენსი" სწრაფად მზარდი, ახალგაზრა და მეგობრული გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც თანამშრომლებს აძლევს საშუალებას მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოში მიიღონ პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.


კომპანია "სინერჯი სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამისტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • 1C:Enterprise 8 პლატფორმის ბაზაზე ახალი პროგრამული მოდულების შექმნა;
  • არსებული მოდულების  მოდერნიზაცია კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად;
  • ვებ სერვისების შემუშავება და პროგრამულ მოდულებთან ინტეგრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში;
  • 1C:Enterprise 8 სისტემაში პროგრამისტად მუშაობის  გამოცდილება;
  • 1C:Enterprise 8 პლატფორმის მექანიზმების კარგად ცოდნა;
  • 1C მართვად ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა (სასურველია);
  • WEB პროგრამირების გარკვეულ დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოთხოვნების ანალიზის და კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.


ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის ქ. #29, ვაკის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, 10:00 - 19:00, ერთი საათი შესვენება.

თუ თლით რომ, აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მითხოვნებს, გსურთ გახდეთ "სინერჯი სოლუშენსი"-ს გუნდის წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოთ კომპანიის განვითარებაში, მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] ხოლო, Subject-ში მიუთითოთ "1C პროგრამისტი". 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 დეკემბერი.
 

შეუერთდით 19,355 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: