იპოვე უკეთესი სამსახური

თრაბელშუთერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 24 დღის წინ / 24 ოქტ. 2017
    ბოლო ვადა 5 დღეში / 22 ნოე. 2017

ჩვენს შესახებ

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებული სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH--ს მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი.

სიქლნეტი 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 41% ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30%-ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომხმარებელთა 48% ემსახურება.

სილქნეტი მაღალი რანგის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. 1600-ზე მეტი პროფესინალის საშუალებით კომპანია ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სერვისების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს.

გამართული ქსელის, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მაღალკვალიფიციური პერსონალის საშუალებით, სილქნეტი საკომუნიკაციო სფეროში რეგიონალური მოთამაშეებისთვის სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი განვითარების გარანტია.

ჩვენი მიზანი:

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ხალხის და კომპანიების კომუნიკაციას. ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ უწყვეტ რეჟიმში მიიღოთ და გასცეთ ინფორმაცია. ჩვენ ინტერნეტზე წვდომით ჩვენი შვილების განათლებისთვის საუკეთესო საფუძველს ვქმნით. ჩვენი მიზანია უკეთესი კავშირის უზრუნველყოფა თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების საშუალებით.

ჩვენი ხედვა:

განათლებისთვის გვჭირდება ინფორმაცია, კავშირი გარე სამყაროსთან. დღეს ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა. საქართველიში სილქნეტის მაღალი ხარისხის ინტერნეტის დაფარვის არეალის გაზრდით, ჩვენ მეტ ოჯახს ვუხსნით გზას განათლების მისაღებად და შესაბამისად მყარ საფუძველს ვქმნით მათი კეთილდღეობისთვის.

პრიორიტეტები:

  • მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია;
  • მომსახურების მაღალი ხარისხი;
  • ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქტების მუდმივი მიწოდება;
  • კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა.

მოიწონეთ facebook.com/silknet

ს.ს. „სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას თრაბელშუთერის პოზიციაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).

შეუერთდით 2,185 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: