სერვის ნეტ გრუპი აცხადებს სატელიტური ქსელის ინსტალატორის ვაკანსიებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სამტრედია,ჭიათურა, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ხონი, მესტია, ონი, თეთრიწყარო, კასპი, ქარელი, წალკა.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება : ბონუსური.
სამუშაოს აღწერილობა:
- კომპანიის მომხმარებლებისათვის/აბონენტებისათვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების, შეფერხების აღმოფხვრა დროულად და ჯეროვნად და დემონტაჟის განხორციელება.
- სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
- მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
- აბონენტთან შესაბამისი დოკუმეტაციის გაფორმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:
- ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სატელიტური ქსელის მოწყობის ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
- აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
- აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
- სახელმწიფო ენის ფლობა;
- დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
- გასაუბრება
- სტაჟირება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.